კანტონა: „შესაძლოა, დეშამმა ბენზემა და ბენ არფა მათი ეროვნებს გამო არ გამოიძახა“
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ერიკ კანტონას აზრით, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის მხრიდან ევროპის ჩემპიონატზე ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფასა და თავდამსხმელ კარიმ ბენზემას არწაყვანა, შესაძლოა, რასიზმმა განაპირობა.
„ბენზემა და ბენ არფა ჩინებული მოთამაშეები არიან. თუმცა, დეშამი, მას ხომ ნამდვილი ფრანგული სახელი აქვს… შესაძლოა, ის ნაკრებში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ნამდვილი ფრანგული სახელი აქვს. მის ოჯახში სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ არიან.
არის თუ არა ეს დისკრიმინაცია? შესაძლოა, კი, შესაძლოა, არა. რატომაც არა? ზუსტად მხოლოდ ერთს ვიტყვი: ბენზემა და ბენ არფა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებენ. და ზუსტად, მათ ჩრდილოაფრიკული ფესვები აქვთ. ამიტომ, ეს კითხვა ღიად რჩება“, – ციტირებს კანტონას „გარდიანი“.