კაპელო: “კონტეს “ჩელსიში” გაუჭირდება”
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ანტონიო კონტეს ურჩევს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობისთვის კარგად მოემზადოს. 69 წლის სპეციალისტი თავის კოლეგას ინგლისური ენის შესწავლისკენ მოუწოდებს, რათა ფეხბურთელებთან ურთიერთობისას თარჯიმნის დახმარება არ დასჭირდეს.
“კონტე “ჩელსისთვის” ემზადება. მას აქვს დრო იმისთვის, რომ ინგლისში მუშაობისთვის კარგად მოემზადოს. ფეხბურთელებთან მის ურთიერთობას ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება. რუსეთში მუშაობისას ყოველთვის თარჯიმნის დახმარება მჭირდებოდა. ეს ადვილი არ არის, ვინაიდან ფეხბურთელები მწვრთნელისგან ყოველთვის ელიან დამატებით სიტყვებსა და გადამწყვეტ მითითებებს, რომელმაც თამაშში რაღაცის შეცვლის წინაპირობა უნდა გახდეს”, – კაპელოს სიტყვებს Fox Sports Italia ციტირებს.