კაპელო: “ბონუჩის დაცვა არ შეუძლია”
იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო თვლის, რომ ტურინის “იუვენტუსის” უკვე ყოფილ და “მილანის” ამჟამინდლელ ცენტრალურ მცველს, ლეონარდიო ბონუჩის ოთხმცველიანი სისტემით თამაშის დროს, დაცვაში კარგად ასპარეზობა არ ძალუძს.
“როცა ბურთი ფეხში აქვს, ის საუკეთესო იტალიელი მცველია. ამ დროს ბონუჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო უკანახაზელს შორის შედის. თუმცა, ბურთიანი მეტოქის წინააღმდეგ თამაში მას არ შეუძლია. ამ მხრივ იტალიელს დიდი პრობლემები აქვს. “იუვენტუსი” მისთვის იდეალური იყო. იქ ლეონარდო სამმცველიან ტაქტიკაში მოთამაშე ფეხბურთელი იყო. იტალიელს დიდი თავისუფლება ჰქონდა. ახლა კი, მისთვის სიტუაცია გაუარესდა,” – ამბობს კაპელო.
შეგახსენებთ, რომ ბონუჩი გასულ ზაფხულში მილანურ გრანდში 42 მილიო ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა. მან სერია ა-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეონა.