კაპელო: “გვარდიოლამ შემადგენლობა არასწორად დააყენა, “ჩელსის” პირველი ტაიმი აჩუქა”
29 მაისს “დრაგაუმ” ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” კაი ჰავერცის მიერ გატანილი ერთადეერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ფაბიო კაპელო მარცხში პეპ გვარდიოლას ბრალეულობას ხედავს.
“ჩელსიმ” ტუხელს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს. ტუხელმა დაამტკიცა, რომ მასში ინვესტირება სწორი გადაწყვეტილება იყო. ხელმძღვანელებმა დიდი ფული დახარჯეს, რამაც შედეგი გამოიღო.
ჩემი გადმოსახედიდან, გვარდიოლამ შემადგენლობა არასწორად დააყენა. გიუნდოგანიდაცვის წინ ფილტრად ვერ მოქმედებს. სტოუნზი არის ფეხბურთელი, რომელსაც დაცვა არ შეუძლია და გიუნდოგანი ფილტრს ვერ ქმნიდა.
მეორე ტაიმში გუნდი გაცილებით უფრო დაბალანსებული ჩანდა. “მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსის” პირველი ტაიმი აჩუქა. სანამ რაიმეს შეცვლას შეძლებდნენ, შესაძლოა ორბურთიანი სხვაობითაც ყოფილიყვნენ უკან,” – აცხადებს კაპელო.