კაპელო: “იტალიელ ფეხბურთელთა დამოკიდებულებამ გამაოგნა”

თარიღი: ივლისი 10, 2021

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ევრო-2020-ის ფინალური მატჩის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

“იტალიას მოგება შეუძლია. ინგლისის ნაკრები საინტერესო გუნდია, მაგრამ არა – დიდებული. მათი ნახევარდაცვის ხაზი დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, თუმცა ისინი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები არიან და აგრესიულად მოქმედებენ. ინგლისელებს ევროპული დონის მხოლოდ ერთი ცენტრალური ფორვარდი ჰყავთ – ჰარი კეინი. მათ ცოტა გოლის გამშვებ გუნდად დაიმკვიდრეს თავი, თუმცა დანიელთა პრესინგის პირობებში საკმაოდ გაუჭირდათ.

გამაკვირვა თუ არა იტალიის ნაკრებმა? იტალიელ ფეხბურთელთა დამოკიდებულებამ გამაოგნა: ერთიანობა, სულისკვეთება, ეგოიზმის არარსებობა. რობერტო მანჩინიმ საოცარი სამუშაო გასწია. ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მას ფეხბურთელების ესმის. მან “მანჩესტერ სიტიშიც” შესანიშნავი მუშაობა ჩაატარა.

იტალიის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე. ჯორდან პიკფორდს პრემიერლიგაში კარგად არ უთამაშია. ჰკითხეთ ანჩელოტის. ამის მიუხედავად, მას არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატზე შეცდომა არ დაუშვია”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.

ევრო-2020-ის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფანები გრილიშს: “სიტი” პატარა კლუბია, გაგაფუჭებენ!” (ვიდეო)

“ასტონ ვილას” ინგლისელი ვარსკვლავი, ჯეკ გრილიში, ვარჯიშზე პირველად გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გრილიში ძალიან ახლოს არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ვარჯიშზე გამოცხადებას არ აპირებს და ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს

ინგლისელი ვარსკვლავის, ჰარი კეინის, “ტოტენჰემური” კარიერა დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილი ხდება, კეინს კლუბის ხელმძღვანელებთან დაძაბუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” ლუკაკუს ფასი დაასახელა

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო ფასი დაასახელეს. როგორც იცით, ბელგიელი ფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრილიშის ტრანსფერის გამო, “მანჩესტერ სიტის” ორი ლიდერის გაშვება უწევს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან ჯეკ გრილიშის ტრანსფერთან. ბოლო ინფორმაციით, “ასტონ ვილა” ინგლისელი ვარსკვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრინდება

მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრენას აპირებს. საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

28 დღეში – ინკუმი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” დატოვების შემდეგ სამუელ ინკუმი კვლავ “ტორპედოში” დაბრუნდა. ინკუმმა “ტორპედო” ურთიერთშეთანხმები...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კრიშტიანუ რონალდუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს. როგო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაკოტრებული “კიევო” მოყვარულთა ლიგაში დააქვეითეს

“კიევო ვერონა” 2021/22 წლების სეზონში იტალიის სერია B-ში ვერ იასპარეზებს. “მფრინავი ვირები” ფინანსური პრობლემების გამო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსს” მომავალ წელს დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ გამოიცვლის. “სკაი იტალიას” ჟურნალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატება “ტოტენჰემსაც” სურს

“სკაი იტალია” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი ლონდონის ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეინი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ პრემიერლიგის სასტარტო ტურის მატჩს გამოტოვე

ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი ჰარი კეინი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ინგლისის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” ფეხბურთელები ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ

შაბათს, რომის “ლაციო” მთელი გუნდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს, თუმცა, როგორც გამოცემა “ლა რეპუბლიკა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ბედი ელის კრისტიან ერიქსენის საფეხბურთო კარიერას?

კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშისას გულის შეტევა მიიღო, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. […]...
წაკითხვა