კაპელო: “ოქროს ბურთი” უცნაური ჯილდოა”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ “ოქროს ბურთის” ჯილდოს სპეციფიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, უსამართლოა ის, რომ პრიზი მუდმივად ამპლუით თავდამსხმელს გადაეცემა.
“ოქროს ბურთი” უცნაური ჯილდოა, ვინაიდან მას თითქმის ყოველთვის თავდამსხმელს გადასცემენ.
ფრანკო ბარეზისა და პაოლო მალდინის ეს ჯილდო არასდროს მოუგიათ, რაც ნამდვილი სიგიჟეა.
რაც შეეხება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს, ვფიქრობ, იტალიის ნაკრებს კარგი, მაგრამ არა დიდებული ფორვარდები ჰყავს. მარიო ბალოტელი? არა, ამ ამბავში ცხვირს არ ჩავყოფ”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.