კაპელო: “რონალდო “რეალის” ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მადრიდის “რეალში” ყოფნის დროს გუნდის ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი “სამეფო კლუბს” 2006-2007 წლებში თავკაცობდა და გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. სეზონის მიმდინარეობისას რონალდო “რეალიდან” “მილანში” გადავიდა.
“როდესაც “რეალში” მივედი, რონალდო 96 კილოგრამს იწონიდა. მე მას ვუთხარი, რომ წონა 88-90 კილოგრამამდე დაეგდო. სხვა ვერაფრით დავეხმარეობდი. იგი დიდებული მოთამაშე, მაგრამ ცუდი ლიდერი იყო. იანვარში რონალდომ “რეალი” დატოვა და გუნდის ატმოსფეროც შეიცვალა. “ბარსელონას” 9 ქულით გავუსწარით, არადა – მანამდე კარგა ხნით ადრე ჩამოგვწერეს”, – კაპელოს კომენტარს “რაი სპორტი” ციტირებს.