კაპელო: “რონალდუს ყოფნა ნიშნავდა, რომ მეტოქეს ორი უნდა გაეტანა”
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსება ჯერაც ვერ მოახერხა.
“როგორც კომენტატორი, ყოველთვის ვამბობდი – “რეალში” რონალდუს ყოფნა ნიშნავდა, რომ მეტოქეს ორი გოლი უნდა გაეტანა, რომ მადრიდელები დაემარცხებინა. რადგანაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ კრიშტიანუ ერთს მაინც გაიტანდა. იგივე ეხება “ბარსელონასაც” ლეო მესისთან მიმართებაში.
ცვლილებები აუცილებელია, თუმცა დიდი ყურადღებით უნდა გადაიდგას თითოეული ნაბიჯი. ის ფეხბურთელები უნდა მოვიდეს გუნდში, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. “ბარსას” ან “რეალის” ფორმის ტარებისას მხრებზე დიდი ტვირთი გაწვება და საკმაოდ ადვილად შეიძლება დაიკარგო.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ. ისინი მცირედით ყოველ მატჩში იზრდებიან და ამ პროცესს გაფრთხილება სჭირდება,” – აცხადებს ფაბიო კაპელო.