კაპელო რონალდუზე, მესისა და ნეიმარზე

თარიღი: ოქტომბერი 31, 2014

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ პეპე ისეთივე სიმულიანტია, როგორიც ნეიმარი.

“კრიშტიანუც და ლიონელიც ექსტრაორდინალური, მაგრამ განსხვავებული ფეხბურთელები არიან. რონალდუ ძლიერი ფეხბურთელია, მას აქვს კარგი ტექნიკა, მაგრამ მესიზე ნიჭიერი მაინც არ არის. ლეოს წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს.”

ელ კლასიკოს დამთავრებიდან რამოდენიმე დრის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა ნეიმარი სიმულიანტობის გამო გააკრიტიკა.

“როგორი ფეხბურთელია ნეიმარი? ვერ ვიტან, როდესაც მოთამაშე მუდმივად სიმულირებს. პეპეც იგივე კალიბრის სპორტსმენია. როდესაც მათთან კონტაქტში ვინმე თამაშობს, ისინი ეცემიან და მსაჯის ყურადღების მისაქცევად უამრავ მოძრაობებს აკეთებენ. ძალიან მომწონს ბრიტანული ფეხბურთი, რადგან აქ ასეთი სიმულაციები უმეტეს შემთხვევაში არ ხდება. აქ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და თავის სულისკვეთებას აჩვენებს.”–განაცხადა იტალიელმა

მსგავსი სიახლეები