კაფუ: “ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ნეიმარი აღარ უნდა იყოს”
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კაფუმ განაცხადა, რომ “სელესაოს” კაპიტნის სამკლავურს ნეიმარი არ უნდა ატარებდეს, რადგან იგი არ არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.
“ნეიმარი არ არის ბუნებრივი ლიდერი. ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს.
ნეიმარი ფეხბურთის სათამაშოდ და ბურთთან ურთიერთობით სიამოვნების მისაღებად არის მოვლენილი. მისი მოვალეობა მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა იყოს.
ეს არ გახლავთ კრიტიკა. ბევრი ვარსკვლავი არ ყოფილა კაპიტანი. ნეიმარი კერპია. მას უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ კაპიტანი მაინც არ უნდა იყოს.
კაპიტანი უნდა იყოს ყველა თანაგუნდელისთვის ლიდერის ეტალონი”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს BrazilStats-ი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მანამდე ტიაგო სილვა იყო, თუმცა “სელესაოს” თავკაცმა კარლოს დუნგამ სამკლავური ნეიმარს გადასცა.