კაფუმ მსოფლიოს სამი საუკეთესო მარჯვენა მცველი დაასახელა

თარიღი: ნოემბერი 23, 2018

“მილანისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა, კაფუმ მის პოზიციაზე მსოფლიოს სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

კაფუს თქმით, მის სათამაშო სტილთან ყველაზე ახლოს დანი ალვეშია.

“ამ მომენტისათვის, დანი ალვეში, დანი კარვახალი და დანილო მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველები არიან. ვფიქრობ, დანი ალვეშის სტილი ჩემსას ყველაზე მეტად ჰგავს”, – უთხრა კაფუმ “მირორს”.

მსგავსი სიახლეები