კაპიტნის ვარჯიშები ავჭალაზე
‘მსოფლიო რაგბის’ თბილისის თასის 2015 წლის გათამაშებამდე 2 დღე რჩება. ტრადიციულად, მატჩამდე ერთი დღით ადრე, 12 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშები გაიმართება.
პირველ ვარჯიშს ურუგვაი 10 საათზე გამართავს, 11 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონს ირლანდია დაიკავებს, უფრო მოგვიანებით კი, 5 საათზე ლევან დათუნაშვილი უკაპიტნებს ბორჯღალოსნების ვარჯიშს.
რაც შეეხება მზარდი იტალიის განრიგს, მათი კაპიტნის ვარჯიში თამაშის დღეს, 13 ივნისს, მარტყოფის სტადიონზე 10 საათზე გაიმართება.
თბილისის თასისთვის მონაწილე გუნდებმა შეკრება 8 ივნისს, ეტაპობრივად დაიწყეს. ქართული რაზმი მოსამზადებელ პერიოდს „შევარდენის“ სარაგბო სტადიონზე შეუდგა, ურუგვაი „ვისოლის“ ბაზაზე დაბანაკდა, მზარდი ირლანდია რუსთავში, ხოლო მზარდი იტალია კი მარტყოფის სარაგბო სტადიონზე მხოლოდ და მხოლოდ დღეს შეუდგა მზადებას.
კაპიტნის ვარჯიშების განრიგი ავჭალის სარაგბო სტადიონზე:
12 ივნისი
10:00 – ურუგვაისეროვნული ნაკრები
11:00 – მზარდი ირლანდია
17:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრები
13 ივნისი
10:00 – მზარდი იტალია (მარტოფის სარაგბო სტადიონი)
Rugby.GE