“კაპიტნისგან ასეთი რამ მიუღებელია” – მესის მომენტი “დინამოსთან” მატჩში

თარიღი: ნოემბერი 5, 2020

ლეო მესი თამაშის სურვილს კარგავს. “ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” მატჩში დაფიქსირებულმა მომენტმა ნათლად აჩვენა, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს ყოველგვარი ხალისი აქვს დაკარგული.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ მოქმედებს ლეო მესი მაშინ, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელი შეტევას იწყებდა.

გულშემატკივრებში ამ ეპიზოდმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ “კაპიტნისგან ასეთი რამ მიუღებელია”, ნაწილი კი ზამთარში მის გაშვებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები