კარაგერი: “არსენალი” ან ახლა გაჩემპიონდება ან კიდევ ათი წელი უტიტულოდ იქნება”
“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, აცხადებს, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად ლონდონის “არსენალს” თვლის. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდს პირველი წრის შემდეგ აქტივში 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
“თუ ამ სეზონში “არსენალი” არ გაჩემპიონებდა, მაშინ ეს გუნდი ტიტულს კიდევ ათი წელი ვერ მოიგებს. “ჩელსი” შექმნილ სიტუაციას ვერ შეეგუება და ზაფხულში ბევრს ფულს დახარჯავს, გუნდს სათავეში ახალი მწვრთნელი ჩაუდგება. “მანჩესტერ სიტისაც” იგივე ელის, თუნდაც გუნდმა ტიტული მოიგოს. რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, გუნდი მწვრთნელითაც და შემადგენლობითაც საკმაოდ ძლიერია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის ეს სამი გუნდი შეეცილება ერთმანეთს. “არსენალს” ძალიან კარგი შანსი აქვს და არსენ ვენგერის გუნდმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს”, – კარაგერის კომენტარი “ინდეპენდენტმა” გამოაქვეყნა.