კარაგერი: “გაოცებული ვარ, რადგან “იუნაიტედმა” ტოპ-მცველი არ შეიძინა”
ტელეკომპანია Sky-ს ექსპერტმა და ასევე “ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა “იუნაიტედზე ისაუბრა.”
“არ ვფქრობ, რომ წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, “იუნაიტედი” 3-5-2 ტაქტიკას დათმობს. დარწმუნებული ვარ, ახალი მოთამაშეების ხარჯზე, რომლებიც დღეს “ქუინს პარკ რეინჯერსს” დიდ პრობლემებს შეუქმნიან, მათი თამაში შეიცვლება. რუნი, ვან პერსი თუ ფალკაო? გადაწყვეტილება ვან გაალზეა. ამ ეტაპზე მათ სამი შესანიშნავ დონეზე მყოფი თავდამსხმელი ჰყავთ, რომლებიც ძალიან დიდ სათამაშო დროს დაკარგავენ, რადგან კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.”
“რიო ფერდინანდმა და ნემანიამ ვიდიჩმა კლუბს ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანეს, მაგრამ მათი გადაადგილების დრო მოვიდა. არ ვფიქრობ, რომ ახალი კლუბის პოვნა მათთვის პრობლემა იყოს. პრობლემა ისაა, რომ “იუნაიტედი” მათ ვერ შეცვლის. კლუბს ჰყავს მარკოს როხო და ტაილერ ბლეკეტი, რომელთაც პრემიერ ლიგაში თამაშის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ამდენად, კლუბმა აქცენტი ფილ ჯონსზე და კრის სმოლინგზე უნდა გააკეთოს, მაგრამ არიან ისინი მზად ასეთი პასუხისმგებლობისათვის? გარკვეულწილად გასაკვირია, რომ “იუნაიტედი” ფეხბურთელების შესაძენად ფულს არ იშურებს, მაგრამ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი- ტოპ მცველი არ შეიძინეს. ვფიქრობ გულშემატკივარიც მეთანხმება და ჩემნაირად ფიქრობს.”
“დააკლდება თუ არა კლუბს უელბეკი? ამას დრო გვიჩვენებს. არ ვფიქრობ, რომ იგი “იუნაიტედის” ძირითად ფორვარდად ითვლებოდა, მაგრამ იგი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს და ფლანგზე ძლიერია. ახლა მან აუცილებლად უნდა დაამტკიცოს “არსენალში”, რომ ვან გაალმა მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა.”-განაცხადა კარაგერმა Sky-ს ეთერში