კარაგერი: “გასახდელში სუარესმა კბენის ფაქტი კატეგორიულად უარყო”
“ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა, ლუის სუარესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი გაიხსენა – 2013 წელს, “ჩელსისთან” მატჩში ურუგვაელმა ფეხბურთლმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რის გამოც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“როდესაც გასახდელში შემოვიდა, სუარესმა კბენის ფაქტი კატეგორიულად უარყო. ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ კამერები ამას ვერ დააფიქსირებდნენ!
ამან გუნდის მომავალ სეზონზე დიდი გავლენა იქონია. სუარესმა სეზონის საწყისი მატჩები გამოტოვა, “ლივერპული” კი იმ წელს პრემიერ ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდსი საუკეთესო ფეხბურთელი კი სწორედ ის გახლდათ.
როგორც მახსოვს, საწყის მატჩებში “ლივერპული” “საუთჰემპტონთნ” 1-0 დამარცხდა და “სუონსისთან” გასვლაზე ფრე ითამაშა. სუარესის გარეშე გუნდმა 5 ქულა დაკარგა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა,” – განაცხადა კარაგერმა.