კარაგერი: “ლივერპული” “არსენალთან” გამარჯვებას იმსახურებდა”
ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
მერსისაიდული გუნდის ყოფილი მცველი და “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მეთოფეების” მიერ გატანილი გოლები შემთხვევითი ხასიათისა იყო, გამარჯვებას კი “ლივერპული” იმსახურებდა.
“გამარჯვებას ვიმსახურებდით. გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენა. “ლივერპულმა” ახლა უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა სეზონში, როდესაც 5:1 მოიგო.
პირველ ტაიმში მერსისაიდული გუნდი დომინირებდა, შესვენებაზე ანგარიშით 1:0 გასვლა შეეძლო, თუმცა საპასუხო გოლი მალევე გაუშვა, რამაც “ლივერპულის” ფეხბურთელთა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.
მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა ზეწოლა გააგრძელა, თუმცა უაზრო გოლი გაუშვა. ორგანიზაციული თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ”, – კარაგერის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.