კარაგერი: “ლივერპულს” ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი დარჩა”
მერსესაიდის “ლივერპულმა” იანვარში, პრემიერ ლიგის ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო. ამჟამად, კლოპის შეგირდებს 23 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
მერსესაიდული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯიმი კარაგერმა “ლივერპულის” შანსებზე ისაუბრა.
“ვფიქრობდი, რომ ისინი “ჩელსის” დაამარცხებდნენ და ამით ტიტულის მოგების რეალურ შანსს დაიტოვებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. კონტეს ბიჭები კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. ახლა მათი დაწევა ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება.”
“ლივერპული”, ალბათ, ტიტულს ვეღარ მოიგებს. ახლა სანერვიულო ისაა, დარჩება თუ არა ეს კლუბი საუკეთესო ოთხ გუნდში.”
“ჩელსის” უფრო ძლიერი და ერთიანი გუნდი ჰყავს, ვიდრე “ლივერპულს”. მათ იყიდეს ბატჩუაი, რომელშიც 30 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ამ ფასის ფეხბურთელს ჯერ თამაშმა არც მოუწია. ასევე, მოიყვანეს სესკ ფაბრეგასი. ეს კოლექტივი ძალიან შეკრულია, რაც წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია,” – აცხადებს კარაგერი.