კარაგერი: “სუარესს “ენფილდზე”, როგორც გმირს, ისე არ მიესალმებიან”

თარიღი: მაისი 3, 2019

“ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა, ლუის სუარესი, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი დიდი სიხარულით აღნიშნა, გააფრთხილა, რომ “ენფილდზე” მას თბილი დახვედრა არ ელის.

“ნამდვილად არ მგონია, რომ “ენფილდზე” ლუის სუარესს იმდენად თბილად დახვდნენ, როგორც აქამდე ველოდით. ლუისი ასეთია – როდესაც შენ გუნდშია, უყვართ, ხოლო როდესაც მეტოქე გუნდშია ყველას სძულს.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლუის სუარესი “ლივერპულს” დაუპირისპირდა და ვფიქრობ, ფანებს ძალიან არ მოეწონათ მისი ქმედება. ის ძალიან ხისტად თამაშობს.

მართალია, პირველი გოლი ძალიან კარგი გამოუვიდა, თუმცა სუარესს “ენფილდზე”, როგორც გმირს, ისე არ მიესალმებიან,” – აცხადებს ჯეიმი კარაგერი.

მსგავსი სიახლეები