კარაგერმა ჩემპიონთა თერთმეტეულში რონალდუ არ შეიყვანა
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამინდელმა ტელეწამყვანმა, ჯეიმი კარაგერმა, იმ ფეხბურთელთა თერთმეტეული წარგვიდგინა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული.
გამოწვევის თანახმად თერთმეტეულში უნდა იყვნენ შეყვანილი ფეხბურთელები, რომელთაც 1992/93 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული (13 კლუბი). მთავარი პირობა კი ის გახლავთ, რომ კლუბები და ეროვნებები არ უნდა ემთხვეოდეს. ასევე უნდა აირჩიონ ერთი მწვრთნელი და ერთი სათადარიგო ფეხბურთელი.
მეკარე: პეტრ ჩეხი (“ჩელსი”, ჩეხეთი)
მცველები: მორენო ტორიჩელი (“იუვენტუსი”, იტალია), იურგენ კოლერი (დორტმუნდის “ბორუსია”, გერმანია), ფერნანდო იერო (“რეალი”, ესპანეთი), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, ავსტრია)
ნახევარმცველები: დიდიე დეშამი (“მარსელი”, საფრანგეთი), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”, ინგლისი), კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, ნიდერლანდები), კაკა (“მილანი”, ბრაზილია)
თავდამსხმელები: ლეო მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), სამუელ ეტო’ო (“ინტერი”, კამერუნი).
სათადარიგოთა სკამზე : დეკუ (“პორტუ”, პორტუგალია)
მწვრთნელი : ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შოტრლანდია)