კარაგერმა ვან გაალი „დატროლა“
„ლივერპულის“ ექს-მცველი ჯეიმი კარაგერი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელშიც მერსესაიდელები პრინციპულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდებიან. კარაგერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ ამ დუელში მოიგებს, ტურნირის მოგებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამარცხდება, ყოველ შემთხვევაში, ამით ლუი ვან გაალს სამუშაოს შეუნარჩუნებს. თავისი აზრი ჯეიმი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა:
„ლივერ[ულისთვის“ ეს მშვენიერი კენჭისყრის შედეგია. თუ გავიმარჯვებთ, ბედნიერი დღეები გვექნება, ხოლო თუ დავმარცხდებით, ლუი ვან გაალი დარჩება“, – დაწერა კარაგერმა.
Great Europa League draw for LFC, if we win happy days if we lose LVG will probably stay!!
— Jamie Carragher (@Carra23) February 26, 2016