კარენ ბრედი: “ჩემი ხელფასიც ისევე შემცირდება, როგორც ფეხბურთელების”
“ვესტ ჰემის” ვიცე-პრეზიდენტი კარენ ბრედი პრესასთან ხელფასების შემცირების საკითხზე საჯაროდ საუბრობს. მისი თქმით, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.
“კლუბის შემოსავლის წყაროები თითქმის აღარ არსებობს – მატჩები აღარ ტარდება, ტელევიზიებისგან თანხას აღარ ვიღებთ, ბილეთები აღარ იყიდება, არც კლუბის ატრიბუტები. ისიც კი არ ვიცით, როდის დავუბრუნდებით ძველ რიტმს. საქმე ფინანსურ კრიზისთან გვაქვს.
ფიფაში ზოგი ფიქრობს, რომ ის თანხა, რომელსაც ფეხბურთელებს ხელფასიდან ვაჭრით, მფლობელის ჯიბეში მიდის, რაც სასაცილოა. ეს სრული აბსურდია.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაში შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ყველაფერს ხვდებიან, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. არავის უნდა ხელფასის შემცირება, მაგრამ საქმე გლობალურ პრობლემასთან, პანდემიასთან გვაქვს.
ძალიან მინდა სხვა გზა არსებობდეს, მაგრამ შემოსავლის გარეშე, სხვაგვარად ვერ გადავრჩებით. პირადად მეც ისევე შევიმცირებ ხელფასს, როგორც ფეხბურთელები. ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ,” – აცხადებს ბრედი.