კარიკატურა: ბუფონის თქმით, მაიკლ ოლივერს გულის ნაცვლად სანაგვე აქვს
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალისა” და “იუვენტუსის” მატჩის მიწურულს მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რამაც საბოლოოდ “ბლანკოსს” გამარჯვება მოუტანა. როცა ბრიტანელმა მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ ხელი გაიშვირა, მასთან ჯანლუიჯი ბუფონი მივიდა და უთხრა, რომ გულის ნაცვლად, სანაგვე ჰქონდა.
ამაზე ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.