კარიკატურა: პოგბას ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული აღარ იქნება
ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ნეიმარი კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. მას არ სურს, დიდი ხნის მანძილზე ლეო მესის ჩრდილქვეშ ყოფნა. ამით “პსჟ”-მ ისარგებლა პარიზელები ბრაზილიელში 222 მილიონ ევროს იხდიან. თუ ეს ტრანსფერი ამ ფასად განხორციელდება, მაშინ ნეიმარი ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი გახდება. ამ მაჩვენებლით ის პოლ პოგბას გადაასწრებს.
ომარ მომანი ამ ამბავს კარიკატურით გამოეხმაურა.