კარილო: “კასილასი პრეზიდენტობისთვის ჯერ მზად არ არის”
მურსიის ავტონომიური გაერთიანების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მიგელ მონხე კარილო თვლის, რომ იკერ კასილასი ჯერ მზად არაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლი მოირგოს.
“დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აუცილებლად წარვადგენ. ერთად ჩვენ შევძლებთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოში პირველი და სამაგალითო გავხადოთ,” – მსგავსი განცხადება იკერ კასილასმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა.
კარილო კი, თავის მხრივ, ამჟამინდელი პრეზიდენტის კანდიდატურას უჭერს მხარს – “კასილასი პრეზიდენტობისთვის ჯერ მზად არ არის. ლუის რუბიალესი კი თავის საქმეს ბრწყინვალედ ართმევს თავს. მან ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალიზმის სიმბოლოდ აქცია.”
შეგახსენებთ, რომ “პორტუს” მეკარეს საფეხბურთო კარიერის დასრულება ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია.