კარიმ ბენზემა: “იღბლიანი დღე მქონდა”
ნიქოზიის “აპოელის” დამარცხების შემდეგ, დუბლის ავტორი, კარიმ ბენზემა ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ფორვარდები მხოლოდ გატანაზე არ ფიქრობენ. მათი დანიშნულება მარტო ეს არაა. თუ მე ჩემს გუნდელებს პასებითა და გადაადგილებებით დავეხმარები, ამით გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან. ამიტომ, ამაზე არასდროს ვამბობ უარს. დღეს იღბლიანი ვიყავი, რადგან ორი გოლი გავიტანე და სხვა სასარგებლო საქმეც შევასრულე. მინდა, ასე გავაგრძელო. გოლები დიდ ძალას მაძლევს.”
“ახლა უფრო თავდაჯერებულები ვართ, რაგდან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ შევაგდეთ ექვსჯერ და ვერცერთხელ გაგვიტანეს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს კარიმი.