კარიუსი: ” ჩემი ფანების უმეტესობას ქალები წარმოადგენენ”
“ლივერპულის” 25 წლის კარის დარაჯი ლორის კარიუსი აღიარებს, რომ “ბეშიქთაშში” არენდის წესით გადასვლის შემდეგ მისი ფანების უმეტესობას მანდილოსნები წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ კარიუსი თურქეთში ორი წლით არის განათხოვრებული.
“ბოსფორის ზღვა ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სახლში, ზღვის ხედით,” – აცხადებს კარიუსი Fanatik-თან საუბრისას.
“ინგლისში ყოფნისას ამდენი გულშემატკივარი ნამდვილად არ მყოლია და შემიძლია ვთვქვა, რომ ჩემი ფანების უმეტესობა ქალები არიან. როდესაც გარეთ გავდივარ, ყველა, ვინც მცნობს, ავტოგრაფსა და ფოტოს გადაღებას მთხოვს,” – დაამატა კარიუსმა.
ლორის კარიუსმა სადებიუტო მატჩი “ბურსასპორის” წინააღმდეგ ჩაატარა (1-1), სადაც არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. თავისი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება შემდეგში მას “მალატიასპორის” წინააღმდეგ ექნება.