კარიუსი: “ჩემით ნახევარი პრემიერ ლიგა ინტერესდებოდა”
“ლივერპულის” მეკარემ, ლორის კარიუსმა ისაუბრა იმ თემაზე, თუ როგორ მოხვდა 16 წლის ასაკში “მანჩესტერ სიტიში”. გერმანელი კარის დარაჯის თქმით, მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის ბევრი კლუბი იჩენდა.
კარიუსი “მანჩესტერ სიტის” აკადემიაში” 2009 წელს “შტუტგარტიდან” გადავიდა. მას მანჩესტერელთა პირველ გუნდში დებიუტის საშუალება არ მისცემია, 2011 წელს კი “მაინცში” გადაბარგდა.
“გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, მატჩებს უამრავი სკაუტი ესწრებოდა. 16 წლის ასაკში, შესაძლებელია, პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმო. ბევრი კლუბიდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა “მანჩესტერ სიტიმ” კონკრეტული გეგმა მაჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა პირველ გუნდში დამემკვიდრებინა ადგილი. ამით მოვიხიბლე. ჩემ თავს ვუთხარი: “ეს გამოწვევა უნდა მივიღო და ინგლისში წავიდე.”
კიდევ რომელი გუნდები ინტერესდებოდნენ ჩემით? ალბათ, ნახევარი პრემიერ ლიგა. მაშინ “შტუტგარტის” ღირსებას ვიცავდი და მხოლოდ ჩემ კლუბსა და “მანჩესტერ სიტის” ვუსმენდი. მაშინ “სიტიში” ახალი ინვესტორები იყვნენ მოსულები. კარგი აკადემია ჰქონდათ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ კლუბში წასვლა”, – ციტირებს კარიუსის სიტყვებს Goal.Com.