კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომა გაიხსენა
“ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ, ლორის კარიუსმა, პრესასთან საუბრისას 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ფინალში “წითლები” “რეალთან” დამარცხდნენ (1-3), რაშიც დიდი წვლილი კარიუსის შეცდომებს მიუძღვით.
“დამიჯერეთ, ძალიან დიდი გაკვეთილი გამოდგა ეს ფინალი ჩემთვის! სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევა მქონდა, რამაც მხედველობაზე იქონია გავლენა. ყოველივე ეს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა გარკვევით დაწერა სამედიცინო დასკვნაში.
არ მინდოდა ამის შესახებ განცხადება თავად გამეკეთებინა. თავს არ ვიმართლებ. მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ასე დასცინიანადამიანს, რომელმაც თავის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო.
24 წლის ვიყავი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე. მხოლოდ მანუელ ნოიერსა და ტერ შტეგენს ჰქონდათ მსგავსი შედეგი მოქმედ მეკარეებს შორის.
ყველაფერი, რაც იქამდე მქონდა გაკეთებული, უკვალოდ გაქრა. ძალიან დიდი უპატივცემლობა ვიგრძენი,” – აცხადებს კარიუსი, რომელიც შემდეგში “ბეშიქთაშის” ღირსებას იცავდა.