კარლეს პუიოლი აგენტი ხდება
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, რომელმაც კარიერა 2014 წელს დაასრულა, საფეხბურთო აგენტობა გადაწყვიტა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუიოლის პირველი კლიენტი კატალონიელთა მცველი მარკ ბარტრა იქნება, რომლის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარტრამ თავის აგენტ მახიკო დიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. არაა გამორიცხული, პუიოლის პირველი ტრანსფერი სწორედ ბარტრას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაყვანა იყოს.