კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
გერმანულ “ბაიერნსა” და რუსულ “როსტოვს” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგური დაპირისპირებება, რომელიც სტუმართა განადგურებით დასრულდა (5-0), კარლო ანჩელოტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამეთუ მან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი რეკორდის დამყარება მოახერხა.
როგორც იცით, კარლო ანჩელოტი “ბაიერნში” გადმობარგებამდე წვრთნიდა მადრიდულ “რეალს”, ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენს”, ლონდონურ “ჩელსის”, იტალიურ “მილანსა” და ტურინულ “იუვენტუსს”. თითოეული მათგანი კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა.
“როსტოვთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარლო გახდა პირველი სპეციალისტი, რომელსაც ახლებურ “ჩემპიონთა ლიგაზე” 7 სხვადასხვა გუნდის თავკაცის რანგში აქვს მოპოვებული გამარჯვება.