კარლოს ტევესი: “ფეხბურთელებს შეუძლიათ ერთი წელი უხელფასოდ იცხოვრონ”
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მძვინვარებამ დიდი უარყოფითი გავლენა იქონია საფეხბურთო ინდუსტრიაზე. ამის გამო წამყვანი კლუბებიც აქტიურად მიმართავენ მკაცრი ზომების მიღებას და ფეხბურთელებს ხელფასს უმცირებენ.
“ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლიათ ექვსი თვე ან ერთი წელი უხელფასოდ იცხოვრონ.
ჩვენ არ ვართ ისეთ გასაჭირში, როგორშიც არიან ის ადამიანები, რომლებთაც ყოველდღე უწევთ შვილების გამოსაკვებად ბრძოლა. რომლებმაც დილის ექვს საათზე უნდა დატოვონ სახლი და ღამე დაბრუნდნენ.
ჩვენ სამაგალითოდ უნდა მოვიქცეთ და ასეთ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდოთ. ჩემთვის სახლიდან საუბარი მარტივია, რადგანაც ვიცი, რომ ჩემ შვილებს საჭმელი აქვთ.
თუმცა ძალიან მადარდებს სასოწარკვეთილი ხალხის ბედი, რომელთაც სახლის დატოვებაც კი არ შეუძლიათ,” – აცხადებს ტევესი.
“We are not an example in this case; yes in other things. We have to be there and help. It is easy for me to speak from home, knowing that I have food for my children.
“But desperate people, who cannot move and cannot leave the house. That is worrying.”