კარლოს ტევესმა ციხეში ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო
უცხოურმა გამოცემებმა “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, კარლოს ტევესი უპასუხისმგებლო საქციელში ამხილეს.
34 წლის არგენტინელი შემტევი დღეს “ბოკა ხუნიორსის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა, მიზეზად კი დახურულ დარბაზში თამაშისას მიღებული ტრავმა დაასახელა, თუმცა ამას არ იჯერებენ Clarin-ის ჟურნალისტები.
არგენტინული პრესის ცნობით, კარლოსი თავის ძმას ესტუმრა ციხეში, რომელიც 2010 წლიდან 16-წლიან სასჯელს იხდის. ძმებმა დარბაზში ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც სულ რაღაც 20 წუთი გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რა თქმა უნდა, “ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელები მომხდარით უკმაყოფილონი არიან.