კარლოს ტევესი 2011 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ დაპირება შეასრულა — ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ეროვნულ გუნდში გამოძახებულია.
“ალბისელესტე” ნოემბრის თვეში ხორვატიისა (12 ნოემბერი) და პორტუგალიის (18 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
ტევესი, რომელსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა, ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს.
არგენტინის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: რომერო (“სამპდორია”), კაბალიერო (“მანჩესტერ სიტი”), გუზმანი (“ტიგრესი”);
მცველები: ოტამენდი (“ვალენსია”), დემიჩელისი (“მანჩესტერ სიტი”), როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ფასიო (“ტოტენჰემი”), ფ. ფერნანდესი (“სუონსი”), გარაი (“ზენიტი”), რონკალია (“ჯენოა”), ანსალდი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: მასკერანო (“ბარსელონა”), ბანეგა (“სევილია”), პერეირა (“იუვენტუსი”), ბილია (“ლაციო”), დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლამელა (“ტოტენჰემი”), პასტორე (“პარი სენ-ჟერმენი”), პერესი (“ბენფიკა”), გაიტანი (“ბენფიკა”);
თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), ტევესი (“იუვენტუსი”), იგუაინი (“ნაპოლი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).