კარვახალი: “დარწმუნებული ვარ, ფანების დახმარებით გავიმარჯვებთ”
მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“გუნდის ყველა წევრი მოტივირებულია. ამჟამად საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით. “ატლეტიკოსთან” რთული შეხვედრები გველის. იმედი მაქვს, კარის მშრალად შენახვას მოვახერხებთ. მართალია, ბევრი გოლი გაგვაქვს, თუმცა ახლა ბევრ გოლს არ ველი.
წარსულზე არ ვფიქრობთ, ამიტომ ყველაფერს ნოლიდან ვიწყებთ. “ატლეტიკოსთან” თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მე კი გამიმართლა იმაში, რომ ამ გუნდთან გამარჯვებული ხშირად გამოვდივარ. ჩვენს ფანებს ვთხოვ, რომ მე-12 მოთამაშე იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მათი დახმარებით წარმატებას მივაღწევთ”, – ციტირებს კარვახალის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსნებთ, რომ “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის პირველი მატჩი ხვალ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.