კარვახალი: “მინდა, რომ “კამპ ნოუზე” მივიდე და გავიმარჯვო, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს”
მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა.
როგორც იცით, კატალონიაში კვლავაც დაძაბული ვითარებაა. პოლიტიკური პროტესტების გამო 18 დეკემბერს გასამართ მატჩს, შესაძლოა, კვლავაც საფრთხე შეექმნას, თუმცა კარვახალს იმედი აქვს, რომ მატჩის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იქნება.
“მე მინდა, რომ “კამპ ნოუზე” მივიდე და გავიმარჯვო, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ვეცდები, რომ სხვა ყველა სახის ინციდენტი თავიდან ავირიდო. “ბარსელონა” მატჩს ჩვენზე მეტად დასვენებული შეხვდება. ჩვენ “კლასიკომდე”, “ვალენსიას” წინააღმდეგ თამაში გვიწევს და ცხადია, ასეთი მატჩი ჩვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. მიუხედავად დაძაბული ფონისა, მშვიდად ვართ. იმედი მაქვს, “კლასიკოს” დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული”, – ციტირებს კარვახალის სიტყვებს “მარკა”.