კარვახალი: “ფეხბურთი უსამართლოდ მოგვექცა”

თარიღი: მარტი 3, 2019

მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა კატალონიის “ბარსელონასთან” მარცხის (0:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ესპანეთის თასის მატჩი უსამართლო შედეგით დასრულდა, დღეს კი ისეთი თამაში იყო, რომ გოლების გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ახლა ჩვენი ჩემპიონობის შანსი კიდევ უფრო შემცირდა, რაც მტკივნეულია. საკუთარ სტადიონზე ზედიზედ სამ მატჩში არ უნდა დამარცხდე. ვფიქრობ, ფეხბურთი ცოტათი უსამართლოთ მოგვექცა. იღბალი დაგვაკლდა, თუმცა ბევრი უნდა ვიმუშავოთ და გოლებს გავიტანთ. ალბათ, მადრიდის “რეალში” ყოფნის პერიოდში, ეს კვირა ჩემთვის ყველაზე რთული იყო”, – ციტირებს კარვახალის სიტყვებს “მარკა”.

მსგავსი სიახლეები