კარვახალი: “ტრავმის შემდეგ დაბრუნება, ყოველთვის სასიხარულოა”
მადრიდული დერბის დასრულების შემდეგ (0-0), “რეალის” მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ბარსელონასთან” ჩამორჩენა საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავიღებთ. შევეცდებით ყველა ტურში საუკეთესო თამაში შემოგთავაზოთ, რათა კატალონიელებს დავეწიოთ. დღევანდელი შედეგი არა დამაკმაყოფილებელია, რადგან ორი ქულა დავკარგეთ. უნდა აღინიშნოს, რომ “ატლეტიკო” დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად და დამაჯერებლად თამაშობდა. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის სასიხარულოა“, – აცხადებს დანი კარვახალი.
შეგახსენებთ, რომ 57 დღის შემდეგ ესპანელი მცველი დღეს მინდორზე პირველად გამოვიდა. თავდაპირველად მისი დიაგნოზი საკმაოდ სერიოზული ჩანდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და დანი კარვახალი თავს კარგად გრძნობს.