კასანო: “იუვენტუსს” უარი სამჯერ ვუთხარი”
იტალიური “პარმას” თავდამსხმელი ანტონიო კასანო აცხადებს, რომ მან ტურინის “იუვენტუსი” უარით სამჯერ გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი “პარმაში” კარგად ასპარეზობს. როგორც ირკვევა, კასანოს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.
“დიდი ევროპული კლუბები? არა, მე მხოლოდ იტალიურ გუნდებში თამაში მსურს, უცხოეთში წასვლის სურვილი კი არ გამაჩნია. “იუვენტუსი” ჩემთვის შესაფერისი კლუბი არ არის, ტურინელებს უარი სამჯერ ვუთხარი. რაც შეეხება “ნაპოლის” ვფიქრობ, იქ გადასვლა იდეალური იქნებოდა”, – ამბობს კასანო.