კასანო: მესი მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია

თარიღი: მარტი 30, 2020

ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, ანტონიო კასანომ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შედარებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მესი მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია.

“მარადონამ გააკეთა ის, რაც ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ყველას გვაოცებდა, მაგრამ მესი 15 წელია გვაოცებს. მის ანგარიშზე 710 გოლი და 300 საგოლე გადაცემაა. როცა მესი გუნდში გყავს, მატჩის დაწყებამდე ანგარიში უკვე 1-0 არის. მარადონას ფანები ამას უნდა შეეგუონ: არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მასზე უკეთესია”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები