კასანო: “რონალდუმ მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანამ გასულ წლებში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც კრიშტიანო რონალდუს ეხება.
მაშინ, როცა კრიშტიანო “იუვენტუსში” თამაშობდა, კასანომ ის გააკრიტიკა და თქვა, რომ პორტუგალიელი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. კასანომ კრისტიან ვიერისთან, Twitch-ის არხზე ინტერვიუს დროს ყველაფერი გაიხსენა.
“რონალდუმ მესიჯი გამომიგზავნა! კრიშტიანო რონალდუმ მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე მოგებული ტიტულებისა და გატანილი გოლების გამო. მე სიმართლის თქმის არ მეშინია. პაპით დაწყებული, სიმართლეს ყველას პირდაპირ ვეტყვი.
ბუფონს დავურეკე და მან დამიდასტურა რომ ჩემი ნომერი პრეს ოფიცერს მისცა, რომელმაც შემდეგ ეს ნომერი რონალდუს გადასცა. კრიშტიანომ მითხრა, რომ მას 750 გოლი ჰქონდა გატანილი, მე კი მხოლოდ 150. მას მხოლოდ ამას ვეტყოდი: ძვირფასო კრიშტიანო, შენ ყველაფერი გაქვს. მშვიდად იყავი. მოიქეცი მესის მსგაბსად, რომელსაც არ აინტერესებს სხვები რას იტყვიან.
ეს სიმართლეა, მესიჯი მართლა გამომიგზავნა. ეს ამბავი ბუფონმაც იცის, კიელინიმაც იცის. გავბრაზდი – რას აკეთებ? რა პრობლემა გაქვს?” – განაცხადა კასანომ.