კასანომ დიბალა გააკრიტიკა: “როგორც კი ზეწოლას იგრძნობს, მაშინვე ჩაისვრის”
იტალიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ანტონიო კასანომ, პაულო დიბალა საჯაროდ გააკრიტიკა. კასანოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დიბალამ პანემიის ფონზე ხელფასის 10 მილიონ ევრომდე გაზრდა მოითხოვა.
“იუვენტუსის არცერთი მწვრთნელი არ მიიჩნევდა დიბალას საკვანძო ფეხბურთელად. ძალიან დიდი ეჭვი შემაქვს მის სტატუსში, არის კი ნამდვილად ჩემპიონი და დიდი ფეხბურთელი?
ჩემთვის ის ჩემპიონი არ არის. მას არ შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი. მართალია, რომ კარგი გოლები აქვს გატანილი, ისევე როგორც დი ნატალესა და ინსინიეს. მაგრამ თუ “იუვენტუსის” 10-ნომრიანი მაისურის ტარება გინდა, უფრო მაღალ დონეზე უნდა იდგე.
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ როგორც კი ზეწოლას იგრძნობს, მაშინვე ჩაისვრის. და ამ ყველაფრის შემდეგ 10-მილიონიან ხელფასს ითხოვს? ღმერთო ჩემო!” – ვციტირებთ კასანოს სიტყვებს.