კაშია: “ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ”

თარიღი: ივნისი 2, 2018

საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ მალტასთან გამართული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

როგორც იცით, 1 ივნისს საქართველოს ნაკრებმა მალტა 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა, რომელმაც ოთარ კიტეიშვილის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

“როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით მოედანზე, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, ვისაც დღეს შანსი მიეცა. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს რა თქმა უნდა არის პოზიტიური, რადგან გუნდურობით იქმნება ასეთი მომენტები. მსგავსი თამაშები ძალიან კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სადებიუტო თამაშებს ყოველთვის ახლავს ემოცია.

კარგია, რომ ათი კაცითაც შევძელით გამარჯვება. დავიმსახურეთ ეს მოგება, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია”, – განაცხადა კაშიამ.

3 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კლოპი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ”

“ატალანტასთნ” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანი...
წაკითხვა
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პიკეს შემცვლელის ძებნა მოუწევს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კიევში არ მიემგზავრება

ხვალ, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონა” სტუმრად კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, “ნაპოლისთან” მოგებულ მატჩში დაზიანება მიიღო. რამდენადაც ჩენთვის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ იყო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ კვარაცხელიას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუნიბის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი კორონავირუსის გამო გადაიდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა […]...
წაკითხვა