კაშია: “მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზე ვითამაშებ”

თარიღი: თებერვალი 7, 2016

არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია აცხადებს, რომ მისთვის მთავარი თამაშია, ხოლო რა პოზიციაზე დააყენებს მას მთავარი მწვრთნელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ არნემელთა ქართველ კაპიტანს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, 6 თებერვალს, “ალკმაართან” გამართულ შეხვედრაში კი, რობ მაასმა ის სასტარტო შემადგენლობაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა.

“ვფიქრობ, მნიშნველობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი თამაშია. ეს შესანიშნავი გრძნობაა.

“ალკმაართან” შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ვწუხვარ, რომ დავმარცდით. ვიცით, რომ ადვილი არ არის, მაგრამ მომდევნო მატჩებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს vi.nl.

მსგავსი სიახლეები