კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს ენსხედეში დაუპირისპირდება. ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართეს.
კაშია: “ნიდერლანდებში სათამაშოდ დაბრუნება? “ვიტესში” 8 წელი გავატარე და რა თქმა უნდა, მსურს დაბრუნება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ევროპული პასპორტის გარეშე კლუბებს ძალიან გაუჭირდებათ ჩემი დამატება. იქ გარკვეული წესებია. მე საუკეთესო კლუბებში თამაში მსურს, თუმცა ვიცი, რომ ეს არ მოხდება.”
სანიოლი: “ის ძალიან, ძალიან კარგ ფორმაშია და ყველა გუნდისთვის სერიოზული ტრანსფერი იქნება. რა შეუძლია მას, ამას ხვალ ნახავენ.”
კაშია: “დიდი მადლობა მწვრთნელო. უკვე თითქმის 34 წლის ვარ და 4-5 წელი ვფიქრობ, ნაკრებში კიდევ ვითამაშო. მანამ სანამ ამას შევძლებ”
გურამი “ვიტესის” შემდეგ 2018 წლიდან 2021 წლამდე ამერიკულ “სან-ხოსეში” თამაშობდა. ბოლო ნახევარი სეზონია თბილისის “ლოკომოტივში” ასპარეზობს. შემოთავაზებები კი “ანორთოსისიდან” და ვლადიმერ ვაისის “სლოვანიდან” აქვს.
ამხანაგური მატჩი ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.