კაშია: “შევეცდებით, რომ შვეიცარიელებს საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ”

თარიღი: ნოემბერი 15, 2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.

დამდეგი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ.

“საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.

​ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”, – აღნიშნა კაშიამ.

შვეიცარია – საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.

მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას 11 ქულა აქვს. საქართველო 8 ქულით, მეოთხე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მატჩის რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქელთაძემ ყველას დაასწრო – ნაკრები 11 ფეხბურთელით შეიკრიბა

24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი იყო ქეცბაიას წლიური ანაზღაურება საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5-წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2014 წელს დატოვა. შემდეგ იყო “აპოელი”, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსია” მამარდაშვილს “აკრძალულ” თანხას ადებს – პირველი მე

ამ კვირაში “ვალენსიას” ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ენილ მარტი და მფლობელი პიტერ სლიმი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდებიან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიაში” მამარდაშვილის ბედი ამ კვირაში გადაწყდება – ბოსები

“ვალენსიას” პრეზიდენტი ენილ მარტი ამ კვირაში სინგაპურში გაფრინდება, სადაც გუნდის მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდება. მარტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შეთანხმება “რუბინთან”, მაგრამ – 24 მილიონი ბათუმის “დინამოს”

“რუბინმა” კვარაცხელიას კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა და კვარა დროებით ბათუმის “დინამოში” თამაშობს. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა ჯანაშია: “UEFA რაღაც დებილობას რომ წერს, რა ქვია მაგას?”

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “დინამოს” პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ “ფორმულასთან” ინტერვიუში დისკვალიფიკაციის შემდეგ ასეთი რამ განცხა...
წაკითხვა
ფეხბურთი

საიმანოვი: “ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა ეკუთვნის”

ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტევ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა ახლა “ნაპოლიშია”. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელი ფეხბურთელები დასაჯა ფეხბურთის ფედერაციამ მატჩების ჩაწყობის გამო?

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. “„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მამარდაშვილის საოცარი პირველი სეზონი ლა ლიგაში

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში პირველი სეზონი საოცრად მაგარი გამოუვიდა და თბილისის “დინამოდან” 850 ათას ევროდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მძიმე სიღარიბის გამო “დინამოს” აკადემიაში არ მიმიღეს, საფრანგეთში საუკე

“მთავარი არხი” გიორგი ბეწუკლიშვილის მინაწერს ავრცელებს. “მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის. ემიგრანტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად” – რა ფოტოს აქვეყნებს მამარდაშვილი?

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ფოტოს შემდეგ წარწერას აქვეყნებს. “ბოლო […]...
წაკითხვა