კაშია: “თამაში, რომელშიც მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა, უნდა მოგვეგო”
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა წააგო და მეტოქესთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. დაპირისპირების შემდეგ გუნდის ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
„პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი,რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა.დასანანია ასეთი მარცხი საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინა ხაზში.
ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა,რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე უნდა მოიგო,” – აცხადებს გურამ კაშია.