კაშია: “თუ ლატვია თამაშს გახსნის, ეს ყველასთვის კარგი იქნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ლატვიასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. კაშიას იმედი აქვს, ლატვიელები თამაშს გახსნიან.
„ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში ლატვიამ დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, როდესაც მეტოქე 11 ფეხბურთელით თავს იცავს გოლის გატანა ძნელდება
იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ლატვიას მოსაგები აქვს თამაში და შესაბამისად უნდა შემოგვიტიოს. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდი შანსი გვექნება თამაშის მოსაგებად. ბოლო ორ შეხვედრაში დაცვითი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში და ეს გულშემატკივრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო საყურებელია, ამიტომ თუ ლატვია თამაშს გახსნის ეს ყველასთვის კარგი იქნება.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პლეი-ოფში კონკრეტულ მეტოქეზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი არის ამ ჯგუფის მოგება და ქულათა მაქსიმუმის დაგროვება, რათა მომავალ მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლოთ. ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გულშემატკივარი დიდი ძალაა”, – განაცხადა კაშიამ.
ლატვიასა და საქართველოს შორის მატჩი რიგის „დაუგავაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.