კაშიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში არნემის “ვიტესი” “ჰერენვენს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. არნემელემა საკუთარ კარში 4 გოლი მიიღეს, რასაც მატჩის ბოლოს გურამ კაშიას მიერ გატანილი პრესტიჟის გოლით უპასუხეს.
ქართველმა მცველმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე ითამაშა, ისევე როგორც “ვიტესის” მეორე ქართველმა, ვაკო ყაზაიშვილმა.