კასილასი: “არბელოას მსგავს გაცილებას “რეალის” ყველა ფეხბურთელი იმსახურებს”
მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი, იკერ კასილასი, რომელიც ახლა “პორტუს” ღირსებას იცავს, “სამეფო კლუბიდან” ალვარო არბელოას წასვლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ არბელოა “რეალის” ფანებმა და ფეხბურთელებმა გააცილეს.
“მადრიდის “რეალის” ყველა ფეხბურთელი, როგორც ფანებისგან, ასევე თანაგუნდელებისაგან ასეთ დამშვიდობებას იმსახურებს. ვფიქრობ, არბელოამ კლუბისათვის ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ მას მადლობას ვუხდი”, – ციტირებს იკერის სიტყვებს ესპანური “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კასილასი “რეალს” მხოლოდ პრესკონფერენციის საშუალებით დაემშვიდობა.